თიხასათქვეფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თიხასათქვეფი

  1. აპარატი, რომელიც გამოიყენება ცემენტის კლინკერის წარმოებაში ნედლეულის კომპონენტების (თიხა, კირქვა, მერგელი და სხვ.) წყალში შესარევად და დასაქუცმაცებლად, აგრეთვე დისპერჰირებისა და მათი ნაწილაკების შეწონილ მდგომარეობაში მოსაყვანად. ის არის მექანიკური ტიპის სტაციონარული შემრევი ერთი ცენტრალური ამძრავით პლანეტარული რედუქტორის ბაზაზე. შლამი, რომელიც მოთავსებულია ავზში, შეირევა ტრავერსზე ჯაჭვით დაკიდებული ფარცხებით. ტრავერსა ბრუნვით მოძრაობაში მოდის ძრავით, პლანეტარული რედუქტორის საშუალებით, რომელიც დაყენებულია მბრუნავ ტრავერსზე. ელექტროენერგია ძრავთან მიდის დენის ამრთმევით. ავზი ზემოდან დახურულია სექციებიანი გადახურვით. მზა შლამი გამოედინება ავზის ქვედა ნაწილში მოთავსებული გამომშვები სარკმლიდან;
  2. აპარატი პლასტიკური ნედლი მასალის დაქუცმაცებისა და დალექვისათვის, რომელიც დისპერჰირდება წყლით (ცარცი, თიხა და სხვ.).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები