თვითმავალი არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თვითმავალი არტილერია - არტილერიის სახეობა, რომელიც შეიარაღებულია სანახევროდ ან მთლიანად დაჯავშნული საარტილერიო დანადგარებით.
ტანკის წონის მქონე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი შეიარაღებულია მძლავრი ზარბაზნებით, ჰაუბიცებით, ნაღმსატყორცნებით და რეაქტიული იარაღით.
თვითმავალი არტილერია გამოირჩევა დიდი ძვრადობით და გამავლობით. განკუთვნილია მოწინააღმდეგის ტანკებთან და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიასთან საბრძოლველად და თან ახლავს ქვეით (სატანკო) ქვეგანაყოფებს (ნაწილებს).