თეირანის კონფერენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეირანის კონფერენცია - ქალაქ თეირანში 1943 წლის 28 ნოემბერი – 1 დეკემბერი გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, სსრ კავშირი, აშშ) ლიდერთა (უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი) შეხვედრა. სათავე დაედო „დიდ სამეულს“, განიხილებოდა მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა.