თავდიდიშვილი როზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როზა თავდიდიშვილი – საბჭოთა საბავშვო მწერალი. რამდენიმე საინტერესო კრებულის ავტორი. 1940 წელს გამოაქვეყნა „ეთნოგრაფიული ნარკვევი (ქუთაისელ ებრაელთა ძველი ყოფა-ცხოვრებიდან). ამ ნარკვევში ეთნოგრაფიული ცნობების პარალელურად უხვადაა მოტანილი ფოლკლორული ნიმუშები. წარმოდგენილია თითქმის ყველა ჟანრი ქართველი ებრაელების ფოლკლორისა: საწესჩვეულებო, სატრფიალო, კალენდარული პოეზია, თქმულებები, გადმოცემები, ანდაზები, გამოცანები დალოცვა, წყევლა.
გ. ბარნოვი
იხილე გრეთვე
როზა თავდიდიშვილი: „ეთნოგრაფიული ნარკვევები“