თავაძე გიორგი (1882-1930)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თავაძე გიორგი ვახტანგის ძე (1882 - 1930) - გენერალი. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. კაპიტანი (1913). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1917-1918 წლებში იყო კავკასიის მე-3 მსროლელთა პოლკის უფროსი. პოლკოვნიკი. წმ. ანას მე-4 ხარისხის ორდენის კავალერი.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში მონაწილეობდა სომხეთთან ომში. თელავის ქვედანაყოფის მეთაური. გენერალი (1919).
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში.
მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. I, 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი