თაბაშირ-მუყაოს ფილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თაბაშირ-მუყაოს ფილები

თაბაშირ-მუყაოს ფილები – შემომზღუდავი საშენი მასალა, დამზადებული თაბაშირისა და მუყაოს ფურცლებისგან. ძირითადად გამოიყენება შენობების ინტერიერში (თაბაშრის შემცველობის გამო არ არის წყალმედეგი) ტიხრების მოსაწყობად, კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად. მზადდება თაბაშირის დუღაბისაგან (შეიცავს სხვადასხვა დანამატებს), რომელსაც მუყაოს (ან სქელი ქაღალდის) ფურცლებს შორის წნეხში ატარებენ და შემდეგ აშრობენ. აქვს მართკუთხა ფილის (პანელის) ფორმა და მასიური (ზოგჯერ ღრუტანიანი) მოცულობა. გამოდის რამდენიმე სტანდარტული ზომის სახით, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია 2500× 1200×12,5 მმ. არსებობს ჩვეულებრივი, ტენ- და ცეცხლგამძლე ფილები. ტენგამძლე ფილები განკუთვნილია სათავსებისათვის, სადაც ჰაერის მაღალი ტენიანობაა (მაგ., სააბაზანოებში). ცეცხლგამძლე ფილები გამოიყენება ბუხრის პირებისა და სხვ., ცეცხლის წყაროსთან ახლოს მყოფი კვანძების მოსაპირკეთებლად. არსებობს აგრეთვე თაბაშირბოჭკოვანი ფილები და მაღალი ბგერაიზოლაციის აკუსტიკური თაბაშირ-მუყაო. გამოყენების სიმარტივისა და სიიაფის წყალობით თაბაშირ-მუყაოს ფილები, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშენი მასალაა მსოფლიოში. ცნობილია თაბაშირ-მუყაოს წარმოებისა და გამოყენების რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის საერთაშორისო სამშენებლო კოდექსის სტანდარტი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები