ზღვაზე უბედურების სიგნალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვაზე უბედურების სიგნალი - შუქურა, ხმოვანი, ვიზუალური, რადიოსატელეფონო და რადიოსატელეგრაფო სიგნალი, რომელიც ამცნობს, რომ მის გამომგზავნ ხომალდს (გემს) და ეკიპაჟს ემუქრება საფრთხე და ესაჭიროება დახმარება.

ზღვაზე უბედურების სიგნალი შაიძლება იყოს:

  • ქვემეხით გასროლა ან ერთწუთიანი ინტერვალით აფეთქება;
  • ნისლში უწყვეტი ბგერითი სიგნალი, წითელი შუქი, რომელსაც ნასროლი რაკეტები ან ხელყუმბარები ტოვებენ; მორზეს ანბანი, რადიოტელეგრაფი და სხვა სასიგნალო სისტემით გადაცემული SOS სიგნალი;
  • რადიოქერქეჭელებით (რადიოსასიგნალო ტივტივა) გადაცემული სიგნალი, რომელიც აღნიშნავს უბედურებაში მყოფი ხომალდის ყოფნის ადგილს.

ზღვაზე უბედურების სიგნალი გათვალისწინებულია 1972 წლის საერთაშორისო კონვენციით და გამოქვეყნებულია „ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესებში“. მათი გამოყენება დაუშვებელია დახმარების თხოვნის გარდა სხვა შემთხვევებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები