ზემო ჩოჩეთის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ჩოჩეთის წმინდა გიორგის ეკლესია - მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ჩოჩეთის განაპირას, ჩრდილოეთით, ტორიკაანთ უბანში. თარიღდება X საუკუნის დასასრულით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,3 X 5,9 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის გვერდზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო მაღალი ნახევარწრიული, თაღოვანი ნიში. აფსიდის მხრების წინ საკურთხევლის ბაქანია, რომელსაც ცენტრში ნახევარწრიული არდაბაგი ეკვრის. გრძივი კედლები ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი სამსაფეხურიანი პილასტრებით.

ფასადების კედლის სიბრტყე სხვადასხვა ფორმისა და ფერის ქვითაა ნაწყობი. კუთხეებში დიდი ზომის ქვებია გამოყენებული. დასავლეთ ფასადზე მაღლა, მოურთველი სარკმლის ორივე მხარეს ჩასმულია წარწერიანი ქვები (დაზიანებულია). სარკმლის ქვემოთ ორი ქვაა, რომლებზეც წითლად შეღებილ ფონზე ტოლმკლავებიანი ჯვრებია გამოსახული. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია. განივ ფასადებზე ფრონტონის ლავგარდანს ქვემოთ ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები