ვიკინგები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
![](/wikidict/images/thumb/f/fb/Vikingebis_gemi.jpg/200px-Vikingebis_gemi.jpg)
ვიკინგების გემი
ვიკინგები - (შვედური vike - ზღვაში გასვლა), სკანდინავიელების (დანიელები, ნორვეგიელები, შვედები) საზღვაო ლაშქრობების მონაწილენი VIII-XI საუკუნეებში. დასავლეთ ევროპაში მათ უწოდებდნენ ნორმანებს, რუსეთში – ვარიაგებს, ბიზანტიასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) – ვარანგებს.
ვიკინგების ლაშქრობათა მიზანი იყო ახალი მიწების აღმოჩენა და მათი კოლონიზაცია, ვაჭრობის განვითარება, მეკობრეობა და ყაჩაღური თავდასხმები სანაპირო ოლქებზე.
ვიკინგების სამხედრო ხელოვნების თავისებურებები: თავდასხმის მოულოდნელობა, სამხედრო რაზმების სწრაფი მოქმედებები.