ვერტიკალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვერტიკალი – სივრცეში − წრფე, რომელიც ჰორიზონტალური სიბრტყის მართობულია. სიბრტყეზე – წრფე, რომელიც აბსცისათა ღერძის მართობულია.
ასეც განისაზღვრება: ორი ძალის, დედამიწის მიზიდულობის ძალის და დედამიწის ბრუნვითი მოძრაობის ცენტრიდანული ძალის შემაჯამებელი მიმართულება.