ეშმაკის ქოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Aconitum.PNG

ეშმაკის ქოში – Aconitum Napellus ეშმაკის ქოშს თუშეთში საყურბალახს ეძახიან. მიეკუთვნება ბაიასებრრთა Ranunculaceae-ს ოჯახს. ეშმაკის ქოში 100 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა, შიშველი ან ზედა ნაწილში შებუსვილი; ღერო სწორმდგომი, მარტივი ან დატოტვილი, თანაბრად შეფოთლილი ან ქვედა ნაწილში უფოთლო. ფოთლები მომრგვალო სამკუთხოვან-თათისებრი; ღრმა დანაკვთული ხუთლანცეტა ან წაწვეტებული. ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანი, ზედა — მჯდომარე ან მოკლე ყუნწიანი. ყვავილი ლურჯი, მუზარადი — ფართო, წინწამოწეული მუბლით და გრძელი წვეტიანი ნისკარტით, კიდეებზე ხშირწამწამისებრი ბეწვიანი; სანექტრე დეზი მოკლეა, ნახევრად სპირალურად დახვეული და გამსხვილებული. მისი ტუჩი გრძელია, სწორი ან წვერში ზევით აკეცილი, ფოთლურები შიშველია.

იზრდება სუბალპურსა და ტყის ზედა სარტყელში, საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, ამიერკავკასიაში. — მცენარეთა დაცვაში გამოიყენება ეშმაკის ქოშისაგან სპირტზე დამზადებული ნაყენი, რომლის დასამზადებლად დაქუცმაცებულ ძირხვენს, გორგლურას, ფესვებსა და მიწისზედა ნაწილებს ათავსებენ 70% -ია სპირტში. მიღებულ ექსტრაქტს გამოყენების წინ აზავებენ 10 ნაწილ წყალში და ასხურებენ აბლაბუდიან ტკიპას წინააღმდეგ. მცენარეებს აგროვებენ დაკოკრების ფაზაში.

წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები