ექსტრემუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსტრემუმი (ლათ. extremum – უკიდურესი, უკიდურესი მნიშვნელობა) – ტერმინი, რომელიც აერთიანებს მაქსიმუმისა და მინიმუმის ცნებას. უწყვეტი f(x) ფუნქციის ექსტრემუმი არის მისი უდიდესი ან უმცირესი მნიშვნელობა. ინტეგრალის მინიმუმისა და მაქსიმუმის აღსანიშნავად, იმ შემთხვევაში, როცა არ არის აუცილებელი მათი განსხვავება, ეს ტერმინი გამოიყენა დიუბუა რაიმონმა (1879). ტერმინი გამოიყენება აგრეთვე ვარიაციულ აღრიცხვაში ფუნქციონალის უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობების შესწავლისას. ვარიაციული აღრიცხვაში სუსტი და ძლიერი ექსტრემუმის განსხვავება დაიწყეს ვაიერშტრასმა (1878-1882) და ლ. შეფერმა (1885). ტერმინი „სუსტი“ და „ძლიერი“ ექსტრემუმი შემოიღო კნეზერმა (1900).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები