ერთწევრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთწევრი – მთელი ალგებრული გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს ერთი ან მეტი რაოდენობის თანამამრავლთა ნამრავლს, სადაც თითოეული თანამამრავლი არის ან რიცხვი, ან ასო, აყვანილი რაიმე დადებით ხარისხში.

ერთი რიცხვი ან ერთი ასო, აყვანილი რაიმე დადებით ხარისხში, ასევე განიხილება, როგორც ერთწევრი. მაგალითად: 6a5 b2; 3x2 y7 z4; 4a – ერთწევრებია.

ერთწევრებს, რომლებიც მხოლოდ ასოითი გამოსახულების წინ მდგომი კოეფიციენტებით განსხვავდებიან, ეწოდებათ მსგავსი ერთწევრები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები