პოტენციური ენერგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ენერგია პოტენციური-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენერგია პოტენციურისიდიდე, განსაზღვრული იმ მუშაობით, რომელიც შეიძლება შეასრულონ ძალთა ველში არსებულმა ძალებმა ამ ველში ნივთიერი წერტილის ან სისტემის მდებარეობის შეცვლისას. პოტენციურ ენერგიას აღნიშნავენ Π ასოთი.

პოტენციურ ენერგიაში გულისხმობენ ნივთიერ სხეულებს შორის ურთიერთქმედების ენერგიას. ეს ენერგია დამოკიდებულია სხეულთა ურთიერთმდებარეობაზე და მათ კოორდინატებზე. სხეულთა შორის ფარდობითი მანძილის ცვლილებისას მათ შორის მოქმედი ძალები ასრულებენ მუშაობას. ამასთანავე, ხდება პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ურთიერთგარდაქმნა. თუ სისტემის სრული მექანიკური ენერგია არ იცვლება, მაშინ ასეთ სისტემას კონსერვატიულს უწოდებენ. პოტენციური ენერგია უპირისპირდება კინეტიკურ ენერგიას იმ აზრით, რომ კინეტიკური ენერგია არის მოძრაობის ენერგია, ხოლო პოტენციური ენერგია დამოკიდებულია სხეულთა ურთიერთმდებარეობაზე.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები