მატერიალური წერტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნივთიერი წერტილი-დან)
მატერიალური წერტილი (ნივთიერი წერტილი)
- 1) სხეული, რომლის განზომილებები და ფორმა მოცემულ შემთხვევაში შეიძლება უგულებელვყოთ.
- 2) გეომეტრიული წერტილი, რომელსაც აქვს სასრული მასა.
მოცემული სხეული პრაქტიკულად შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნივთიერი (მატერიალური) წერტილი, როცა სხეულის წერტილების მიერ განვლილი მანძილები ბევრად დიდია თვით ამ სხეულის ზომებთან შედარებით.