ელიოზიშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელიოზიშვილი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (15. XI.1879, წილკანი - 01.XII.1956, თბილისი) - ოპერის მომღერალი. ბარიტონი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1898 წელს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა, სადაც ზ. ჩხიკვაძის გუნდში მღეროდა. 1900 ელიზავეტგრადის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. 1901-1904 წლებში თბილისის საოპერო წრეში გამოდიოდა. მისი დებიუტი იყო ვაგნერი (შარლ გუნოს „ფაუსტი“). 1906-10 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში ვოკალის ხელოვნებას პედაგოგ მაზეტისთან ეუფლებოდა. პარალელურად მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1910-1912 წლებში პეტერბურგის „სახალხო სახლში“ მღეროდა. 1913-14 წლებში - მოსკოვის, 1915-16 წლებში - ჟიტომირის, 1917-19 წლებში საოპერო თეატრებში მასალსკის ფსევდონიმით გამოდიოდა.

1919 თბილისის საოპერო თეატრში დაიწყო მუშაობა. მღეროდა ლირიკულ და დრამატულ პარტიებს. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ოპერების განხორციელებაში. ასრულებდა სახასიათო როლებს.

გასაბჭოების შემდეგ, საოპერო თეატრში მოღვაწეობას 1948 წლამდე აგრძელებდა. 1941 საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • დ. მჭედლიძე, „ქართველ მომღერალთა სამი თაობა“, თბ., 1968;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015.

იხილე აგრეთვე

ნიკოლოზ ელიოზიშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები