ელიაწმინდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელიაწმინდა – სოფელი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1440-1490 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან ჩრდილოეთით, თემის ცენტრი (სოფლები: ელიაწმინდა, ანი, ჭვინთა). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა 956. უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია.