ელექტროკორუნდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელექტროკორუნდი − (ბერძ. ḗlektron ქარვა; ოქროს და ვერცხლის შენადნობი და ტამილური kur-untam, ასევე ტელუგუ kuruvindam ლალი, ბადახში; ენათესავება სანსკ. kuruvinda ლალი, ბადახში) – სინთეზური აბრაზიული მასალა, რომლის ფუძეა კრისტალური ალუმინის ოქსიდი. იყენებენ აბრაზიული იარაღების (სახერხი ქარგოლები, ფხვნილები), ცეცხლგამძლე მასალებისა და კერამიკული ნაკეთობების დასამზადებლად.