ევროპული თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია I ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე. ბაქო, 2015 წელი

ევროპული თამაშები - ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მულტისპორტული შეჯიბრებაა, რომელიც ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და, ძირითადად, მოიცავს სპორტის ოლიმპიურ სახეობებს.

ევროპულ თამაშებს საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის 8 დეკემბერს რომში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 41-ე გენერალურ ასამბლეაზე. საინაუგურაციო თამაშები ჩატარდა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 2015 წლის ივნისში (ევროპა იყო ბოლო კონტინენტი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კომპლექსური კონტინენტური სპორტული შეჯიბრების გამართვის შესახებ. მას წინ უსწრებდა აზიის თამაშები, პანამერიკული თამაშები, წყნარი ოკეანეთის თამაშები და აფრიკის თამაშები).

ვახტანგ ჩიდრაშვილი ლევან ნახუცრიშვილი დავით ლორიაშვილი ბექა ბერძენიშვილი ბაქოში გამართულ საინაუგურაციო ევროპულ თამაშებზე კონტინენტის 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იყო წარმოდგენილი და სპორტის 20 სახეობას (16 ოლიმპიური, 4 - არაოლიმპიური) მოიცავდა. მედლების 253 კომპლექტისთვის 6 ათასამდე სპორტსმენი იბრძოდა. რამდენიმე სახეობაში პარალელურად გათამაშდა ევროპის ჩემპიონატის მედლები და 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები. 2019 წელს ევროპის მეორე თამაშები ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარდა. მინსკი-2019-ის პროგრამა სპორტის 15 სახეობას მოიცავდა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები