ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობის სწრაფი რეაგირების კორპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობის სწრაფი რეაგირების კორპუსი - მრავალეროვნული კორპუსი, რომლის შტაბი გერმანიის ქალაქ რეინდალენში მდებარეობს. წარმოადგენს ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის სწრაფი რეაგირების სახმელეთო კომპონენტს. შესაძლებელია ძალების სტრატეგიული სარდლობის ჩარჩოებში მათი გამოყენება ადგილობრივი ძალების გაძლიერებისთვის ან შევსებისთვის, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერაციაში მონაწილეობისთვის. მშვიდობიანობის დროს ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაშია კორპუსის შტაბი და ორი მრავალეროვნული დივიზია, ხოლო დანარჩენი დივიზიები და ნაწილები მხოლოდ გაშლის შემდგომ გადადიან მის ოპერატიულ დაქვემდებარებაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები