დუპლექსი (ქვემეხი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დუპლექსი - (ლათინური duplex - ორმაგი), უნიფიცირებული ლაფეტის მქონე ორი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ქვემეხი. დუპლექსის გამოყენება ამცირებს ქვემეხის შექმნის და წარმოების ვადებს და დანახარჯს, ამარტივებს მათ ექსპლუატაციას და რემონტს.