დროშა ამქრისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა ამქრისა

დროშა ამქრისა - საქართველოს ქალაქებში ხელოსნობის თითქმის ყველა დარგის ამქარს გააჩნდა საკუთარი დროშა, რომელიც გამოჰქონდათ სადღესასწაულო დღეებში და ხმარობდნენ ასევე თავიანთ სახელოსნო-სარიტუალო წეს-ჩვეულებების შესასრულებლად.

დროშებზე ძირითადად გამოსახული იყო მფარველი წმინდანები და რეალური თუ ლეგენდარული პირნი, რომელთა სახელებიც, რაღაც ნიშნით, დაკავშირებული იყო ამა თუ იმ დარგის აღმოჩენებთან. მაგ., მჭედლის დროშას ამკობდნენ ლითონის პირველი გამჭედელნი ბიბლიური იავანი და თობელი, ხარაზებისას ელია, ხუროებისას ნოე და მისი კიდობანი, სარაჯებისას ყურძენი და ა.შ. წმინდა გიორგი იყო უნივერსალური პერსონაჟი, რომელიც ხელოსანთა უმეტეს დროშებზე იყო გამოსახული, როგორც მრავალი ხელობის გამჩენი. ეს ვითარება ქართველთა უძველესი სარწმუნოების ფესვებს ააშკარავებს და ამ სფეროშიც კი გვევლინება იმ დიდი პოპულარულობის უშუალო დასტურად, რომელიც წმინდა გიორგის ეჭირა ქართველთა რელიგიურ პრაქტიკაში. ამ მომენტის ანალოგი ქართველთა უძველესი სარწმუნოების გადმონაშთებშია დადასტურებული. მაგ., ასეთია სვანეთში - სოლანი, მეგრელებში - სოლომი, ხევსურებში - პირქუში, აფხაზებში - შშა.

ლიტერატურა

ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები