დიქტიოკაულოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიქტიოკაულოზი - (dictyocaulosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dictyocaulus + osis დაავადება) – მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Dictyocaulus-ის გვარის სახეობები პარაზიტობენ ბრონქებსა და ტრაქეაში. უპირატესად ავადდება ერთ წლამდე ასაკის მოზარდეული. ჩვეულებრივ, დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.

სიმპტომები: გართულებული სუნთქვა, ხველა, ქოშინი, ხიხინი ფილტვებში. ცხვირიდან სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენია, რომელიც ხმება და ქერქები წარმოიქმნება. ლორწოვანი გარსები ციანოზურია, ყბათაშორის არეში, ქუთუთოებზე, ტუჩებსა და ღაბაბის მიდამოში, იშვიათად კიდურებზე შეშუპებები ჩნდება. გულის მუშაობა სუსტდება, ხშირად ფაღარათი ვითარდება. ცხოველი თანდათან ხდება, სუსტდება, მატყლი ბზინვარებას კარგავს. ცხოველი იღუპება სრული სიგამხდრის ან ჰელმინთის გროვებით სასუნთქი გზების დახშობის შედეგად.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები