დიროფილარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიროფილარია - (Dirofilaria; ლათ. dirus საშინელი + filum ძაფი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Filariidae-ს ოჯახს. დიროფილარიები ცოცხალმშობები არიან.
Dirofilaria immitis – სახეობა, პარაზიტობს ძაღლის გულის მარჯვენა პარკუჭში, ფილტვის არტერიაში, ბრონქებში;
Dirofilaria repens (ლათ. ახალი) – სახეობა, პარაზიტობს ძაღლის კანქვეშა უჯრედისში ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – კოღო. დიროფილარიოზის აღმძვრელები.