ნემატოდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნემატოდები (Nematoda; ბერძნ. nema, nematos ძაფი + eidos მსგავსი, გარეგნობა) – მრგვალი ჭიების კლასი, რომელიც აერთიანებს თავისუფლადმცხოვრებ და პარაზიტულ სახეობებს. ნემატოდები ყველა სახეობის ცხოველებისა და მცენარეების პარაზიტები არიან. ისინი სქესგაყოფილი ორგანიზმებია, ხოლო განვითარების ციკლის მიხედვით – გეო- და ბიოჰელმინთები. სავეტერინარო მნიშვნელობა აქვთ ნემატოდებს, რომლებიც გაერთიანებული არიან ქვერაზმებში: Ascaridata, Rhabditata, Oxyurata, Strongylata, Spirurata, Filariata, Camallanata, Trichocrphalata, Dioctophymata.