დემეტრიუს I სოტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემეტრიუს I სოტერის მონეტა

დემეტრიუს I სოტერი - (ძვ.წ. 187-150) – სელევკიდების სირიის იმპერიის მეფე (ძვ.წ. 162–150), სელევკოს IV ფილოპატორის ძე. მამის მმართველობის პერიოდში რომში იყო გაგზავნილი მძევლად. სელევკოს ფილოპატორის სიკვდილის შემდეგ (ძვ.წ. 175) დაბრუნდა სამშობლოში. დემეტრიუსის მაგივრად სელევკიდების იმპერიას მისი ბიძა, ანტიოქე IV ეპიფანე, ხოლო შემდეგ ანტიოქე V ევპატორი მართავდნენ ძვ.წ. 162 წელს ბერძენი ისტორიკოსის, პოლიბიოსის მიხედვით დემეტრიუსმა მოახერხა რომაელებისგან თავის დაღწევა და სირიაში დაბრუნება. მან მოკლა ანტიოქე V და მისი რეგენტი ლისია. რომის სენატმა ის სირიის კანონიერ მეფედ სცნო.

დემეტრიუსმა ტიტული „სოტერი“ ანუ მხსნელი, ბაბილონელებისგან მიიღო, რადგან გაანთავისუფლა ისინი სატრაპი ტიმარხის ტირანიისგან. ტიმარხმა სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც მიდია დაიცვა პართიელებისაგან. ამაყმა სატრაპმა ბრძოლა დაიწყო სელევკიდების იმპერიის ტახტისთვის, მაგრამ დემეტრიუსი სწრაფად ამოქმედდა, ტიმარხი სასტიკად დაამარცხა და მოკლა.

დემეტრიუსი იბრძოდა იუდეის აჯანყების ჩასახშობად. იუდა მაკაბელი ყველანაირად ცდილობდა მის შეჩერებას, მაგრამ საბოლოოდ სელევკიდმა მეფემ გაიმარჯვა, ხოლო იუდა ბრძოლაში გმირულად დაეცა (ძვ.წ. 161 ან 160).

დემეტრიუსის წინააღმდეგ შეთქმულება მისგანვე დამარცხებული ტიმარხის ძმამ, ჰერკლიდემ მოამზადა. მან ახალგაზრდა ალექსანდრე ბალასა მეფე ანტიოქე IV-ს ნამდვილ შვილად გამოაცხადა, ხოლო რომის სენატს მოუწოდა მხარი დაეჭირა მისთვის. ჰერაკლიდეს ემხრობოდნენ პერგამონი და ეგვიპტეც. ორწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ დემეტრიუს I დამარცხდა და მოკლეს ძვ.წ. 150 წელს.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები