დაფნა
დაფნა – ლათინური დასახელება – Laurus
- ბოტანიკური ოჯახი – დაფნისებრნი (Lauraceaes)
- სიცოცხლის ხანგრძლივობა – მრავალწლიანი
- განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 20-300C
- ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 6,5-8,0
- კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -18-200C
- კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 400C
- აქტიურ ტემპერატურათა ჯამი – 25000C
სარჩევი |
დაფნის აპრობირებული და პერსპექტიული ჯიშები
დაფნა ქსეროფიტია, კარგად იტანს გვალვებს, ხარობს ჰუმუსით მდიდარ, წყლის კარგად გამტარ ნეშომპალა-კარბონატულ, ეწერ, ალუვიურ, წითელმიწა, კირიან ქვეთიხნარებზე და კირნარებზე, ვერ ეგუება დამლაშებულ, ჭარბტენიან ნიადაგებს.
დასახელება | მოსავლიანობა | ვეგეტაციის ხანგრძლივობა |
---|---|---|
კეთილშობილი დაფნა | 1 ჰა/2,5-3 ტ. ხმელი ფოთოლი | არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ზამთრის მოსვენების პერიოდი |
ქართველი სელექციონერების მიერ შერჩეულია პერსპექტიული ფორმა №18
საბაზისო აგროკალენდარი
აგროღონისძიება | დასავლეთ საქართველო | აღმოსავლეთ საქართველო |
---|---|---|
ნიადაგის განოყიერება | II-III, IV | II-III, IV |
მოხვნა | X-XI | X-XI |
თესვა | IX-X | IX-X |
დარგვა | X-XI | X-XI |
წამლობები | III-IV | III-IV |
გამოკვება | IV-VI | IV-VI |
მოსავლის აღება | XI-III | XI-III |
ნიადაგის დამუშავება
პლანტაციას აშენებენ შპალერულად ან ბუჩქური წესით. ნერგისთვის იღებენ ორმოებს (სიღრმე – 25 სმ. სიგანე – 20-25 სმ), თესვისას – 3-4 სმ. სიღრმის ბუდნებს. მასში ითესება 5-6 თესლი, აღმოცენების შემდეგ ტოვებენ 3-4 კარგად განვითარებულ მცენარეს. ვეგეტაციის პერიოდში ხდება მკრივთაშორისების გათოხნა ან კულტივაცია 5-7 სმ. სიღრმეზე. ნიადაგის საზამთრო გადაბარვა წარმოებს 10-12 სმ. სიღრმეზე. სრულმოსავლიანი პლანტაციების გადაბარვა ხდება 4 წელიწადში ერთხეკ. დაფნა მჟავე რეაქციის ნიადაგებზე ვერ ვითარდება, ამიტომ, ეწერი და წითელმიწა ნიადაგებზე დაფნის პლანტაციის გაშენების წინ ძირითადი დამუშავების დროს ყოველ კვადრატულ მეტრზე საჭიროა 400-800 გრ. კირის შეტანა.
თესვა/დარგვა (ვადა, ნორმა, განლაგება)
ითესება შემოდგომაზე – სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე ან ადრე გაზაფხულზე. 1 ჰს. სანერგისათვის საჭიროა 500 კგ თესლი. სანერგეებში დაფნა ითესება 30 სმ-ით დაცილებულ ღარებში, შემოდგომაზე ჩათესვის სიღრმე 3-4 სმ, საგაზაფხულო თესვის დროს კი 5-6 სმ. დაფნის ნერგებს იღებენ ღრუბლიან ამინდში, ან მზიან ამინდში დილის ან საღამოს საათებში. თუ ფესვი გრძელია კვეცავენ 30 სმ-მდე. პლანტაციის ბუჩქური წესით გაშენებისას ნაკვეთი უნდა დაიგეგმოს 1,5X1 მ. კვების არით. შპალერული წესით გაშენებისას 80-ზე უფრო მეტი დაქანების ფერდობებზე მწკრივებს შორის მანძილი 1 მ, ვაკე და 80-მდე დაქანებულ ნაკვეთებზე – 2-2,5 მ. მწკრივებში მცენარეთა შორის უნდა იყოს. პლანტაციის გასაშენებლად ბუჩქური წესით, 1 ჰა-ზე საჭიროა 6700 ნერგი, ხოლო შპალერული წესით – 11500 ნერგი.
მორწყვა
1-4 წლამდე მცენარეები ირწყვება აქტიური ვეგეტაციის პერიოდში 5-8-ჯერ მშრალ რაიონებში, ტენიან რაიონებში – 2-3-ჯერ.
- მორწყვის ნორმა 1 ჰა-ზე: 400-500 მ3
- მორწყვის მეთოდი: დაწვიმების, წვეთოვანი ან კვლებში მიშვებით
წარმოების ეფექტურობის გაზრდის მეთოდები
- ორწლიანი სტანდარტული ნერგის გამოყენება.
- ნიადაგის განოყიერების დაგეგმვა აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
- ინტეგრირებული ბრძოლა მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ.
- დაფნის მაღალპროდუქტიული ფორმის წარმოებაში დანერგვა.
ნიადაგის განოყიერების და მცენარის კვების სისტემა
რაოდენობა/ხნოვანება | 1-4 წლამდე; 5-6 წლამდე; ზემოთ | შეტანის ვადა |
---|---|---|
ორგანული | 50-100კგ. 4 წელიწადში ერთხელ | გვიანი შემოდგომა |
აზოტი | 50გრ. 100 გრ. 150-250გრ. | ვეგეტაციის პერიოდი |
ფოსფორი | 150 გრ. 200გრ. | გვიანი შემოდგომა |
კალიუმი | 200გრ. წელიწადში ერთხელ | გვიანი შემოდგომა |
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემა
აგროტექნიკური (ნიადაგის დამუშავება, სარეველებისა და ნარჩენებისაგან ნაკვეთის გასუფთავება, თესვის და რგვის ვადების, წესების დაცვა, მელიორაციულ ღონისძიებათა განხორციელება და სხვ.) ბიოლოგიური ბრძოლა: მავნე ორგანიზმების როცხოვნობის შემცირება ბიოაგენტების (მტაცებლები, პარაზიტები, პათოლოგიური მიკროორგანიზმები) გამოყენებით.
მავნე ობიექტი | რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება |
---|---|
დაავადებები | სპილენძის სულფატი+კალციუმის ჰიდროქსიდი |
მავნებლები | მინერალური ზეთი |
სარეველები | ფენოქსაპროპ-პ-ეთილი; 150 გ/ლ ფლუაზიფოპ-პ-ბუთილი |
მოსავლის აღება და შენახვა
მოსავლის აღება ხდება ორ წელიწადში ერთხელ
- ბუჩქი იჭრება სეკატორით ფესვის ყელიდან 10-15 სმ. სიმაღლეზე. მორიგი გადაჭრა ხდება წინა გასხვლაზე 7-10 სმ-ის მაღლა.
- აჭრილი ღერო-ფოთლები კონად იკვრება და გასაშრობად კარგი ვენტილაციის მქონე ფარდულებში ეწყობა, მზეზე ფოთლების გაშრობა დაუშვებელია. ტენიან ამინდში ფოთლები 20-30 დღეში შრება.
- გამშრალ ფოთლებს ათავსებენ ტომარაში ან ყუთებში. სტანდარტულ ფოთოლს უნდა ჰქონდეს მწვანე ფერი, 12%-მდე ტენიანობა, არ უნდა ტყდებოდეს.
- ფოთლების მოცილების შემდეგ დარჩენილი დაფნის ერთ-ორწლიანი ტოტი 0,3-დან 0,4%-მდე ეთეროვან ზეთს შეიცავს. ის ეთერზეთის მისაღებად შესაბამის ქარხნებს უნდა ჩაბარდეს.
- მშრალი ფოთლის საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 3-5 ტონაა.