დაპროფილებული მორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაპროფილებული მორი − ორმხრივ ჩამოგანული ცილინდრული მორი, რომელსაც ჩამოგანულ გვერდებზე ამოღებული აქვს ღარები. ასეთი მორებისაგან აგებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა შესანიშნავი ელიტური სახით და მათზე დიდი მოთხოვნილებაა სამშენებლო სფეროში. მორების დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება წიწვოვანი ჯიშის მერქანი (ლარიქსი, ფიჭვი, ნაძვი).