დანიბეგაშვილი რაფიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობა (1799-1827 წწ)

დანიბეგაშვილი რაფიელ – (XVIII ს. მეორე ნახევარი — XIX ს. პირველი ნახევარი), მოგზაური, ავტორი საყურადღებო ნაშრომისა „მოგზაურობა ინდოეთში“, რომელშიც აღწერილია მოგზაურობა თურქეთში, ომანში, ინდოეთში, ცეილონზე, ბირმაში, დასავლეთ ჩინეთსა და ციმბირში.

ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ მოგვეპოვება. ვიცით, რომ დანიბეგაშვილები ეკუთვნოდნენ მოგზაურ-ვაჭართა იმ პლეადას, რომელიც არა მარტო ვაჭრობას ეწეოდა ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან, არამედ ხშირად დიპლომატიურ დავალებებსაც ასრულებდა. როგორც დანიბეგაშვილის ნაშრომი გვიდასტურებს, იგი ინდოეთში გაემგზავრა ერეკლე მეორის დავალებით. სულ ხუთჯერ იმოგზაურა აღმოსავლეთში. მესამე მოგზაურობიდან (1799-1813) რუსეთში დაბრუნდა.

რ. დანიბეგაშვილის სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოები საყურადღებო ძეგლია, ცოცხალი, ლაკონიური თხრობით გამოირჩევა. ავტორი საინტერესო ცნობებს გვაწვდის აზიის ხალხთა (განსაკუთრებით – ინდოელთა – ეკონომიკურ-პოლიტიკური ცხოვრების, ზნე-ჩვეულებების შესახებ.

რ. დანიბეგაშვილის ნაშრომი 1815 წ. ავტორის უშუალო მონაწილეობით ითარგმნა რუსულად („Пyтешествие в Индию грузинского дворянина Рафиела Данибегова “). 1950 წ. ძეგლი ქართულად თარგმნა ს. იორდანიშვილმა, 1961 წ. — ლ. მარუაშვილმა, 1971 წ. – გ. ზარდალიშვილმა. 1970 წ. გამომცემლობა „პროგრესმა“ რუსულ, ინგლისურ და ჰინდის ენაზე გამოსცა დანიბეგაშვილის ნაშრომი. ქართული დედანი მიკვლეული არაა.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები