დაგეგმვის მრავალეროვნული გაერთიანებული შტაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაგეგმვის მრავალეროვნული გაერთიანებული შტაბი - 1997 წლის აპრილში შექმნილი ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ორი სტრატეგიული სარდლობის მუდმივი შტაბი, რომელიც ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის ტერიტორიაზე მდებარეობს. მის საქმიანობაში მონაწილეობა ღიაა ყველა მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში შტაბი შეიძლება გაძლიერდეს.

მისი მთავარი ამოცანაა მხარი დაუჭიროს:

1. სტრატეგიულ სარდლობებს სტრატეგიულ-ოპერატიული დაგეგმვის დროს; მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების კონცეფციის დამუშავების, განხორციელებისა და შეფასების დროს;

2. ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს მასზე დაკისრებული განსაკუთრებული მოვალეობების შესრულების დროს, რაც უსაფრთხოების და თავდაცვის, ასევე დასავლეთ ევროპის კავშირის ევროპულ შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები