გულყვითელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kalendula.PNG

გულყვითელა - callendula officinalis. ქართლ-კახეთში ეძახიან ნარგიზს. კვირისტავას, ტასო ყვავილს, ხლაკნიას. გულყვითელა მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა — Astcraceae-ს ოჯახს გულყვითელა ერთწლიანი 30–50 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, სწორმდგომი, დატოტვილი ღეროთი. ფოთლები კიდეწამწამებიანია და მორიგეობითაა განლაგებული ღეროზე, ქვედა ფოთლები ყუნწიანია, წაგრძელებული, უკუკვერცხისებრი, ზედა ფოთლები მჯდომარეა, წაგრძელებული ან ლანცეტა. ყვავილები ნარინჯისფერი. კალათა ყვავილედებით კენწეროსა და ტოტების დაბოლოებაშია განლაგებული. ყვავილები ხასიათდება სასიამოვნო სუნით. ნაყოფი მოღუნული, მოყვითალო ან ნაცრისფერი თესლით, რომელიც აგვისტოში მწიფდება. ყვავილობს ივნისიდან გვიან შემოდგომამდე.

გულყვითელა შეიცავს: კაროტინს, ლიკოპინს, ფისებს, ვაშლის, სალიცილის, ასკორბინის მჟავებს.

საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, როგორც დეკორატიული, სამკურნალო მცენარე, გვხვდება ველურადაც. ითესება ადრე გაზაფხულზე, კულტივირებისათვის საჭიროა კარგად დამუშავებული ნოყიერი, ნესტიანი ნიადაგი. ყვავილედი უნდა შეგროვდეს სრული ყვავილობის პერიოდში, მას წყვეტენ ძირში, სეზონზე შეიძლება რამდენიმეჯერ მოიკრიფოს. ნედლეული, როგორც წესი, უნდა გაშრეს ჩრდილში გამჭოლი ქარის პირობებში, გამოყენებულია სამედიცინო დანიშნულებით; მცენარეთა დაცვაში კი ნაყენი მავნებლების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში 10 ლ-ტრ წყალზე იღებენ 200 გ თესლს. ნათესებში გულყვითელას შეთესვა ამცირებს ფუზარიოზით მცენარეების დაავადებას; ნიდერლანდები გულყვითელას ნემატოდების წინააღმდეგ იყენებენ ერთ-ერთი ქალაქის ცენტრში (სადაც პესტიციდების გამოყენება არ შეიძლება) ნემატოდებისაგან ძლიერ დაზიანდა ვარდი, ამიტომ რიგთაშორისებში დარგეს გულყვითელა, რის შედეგადაც საგრძნობლად შემცირდა ვარდის დაზიანება, როგორც ჩანს ამას მიაღწიეს მცენარის მიერ გამოყოთილი ფიტონცინდების მოქმედებით.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები