გუარნერი ანდრეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გუარნერი ანდრეა - Guarneri (1622 ან 1626, კრემონა, – 7. XII. 1698. იქვე), ვიოლინოს იტალიელი ოსტატი. გუარნერების ოჯახის უხუცესი წარმომადგენელი, ნ. ამატის მოწაფე. მან პირველი ვიოლინოები ამატების საკრავთა სტილისა გააკეთა. შემდეგ კი შეცვალა მოდელი (მისი საკრავის დეკა უფრო ბრტყელია, გვერდები – დაბალი, ეფები უსწორო მოხაზულობისაა და სხვ.). ანდრეას ვიოლინოებს ნაზი, არც ისე ძლიერი ბგერა აქვს.