ამატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამატები - (Amati) ხემიანი საკრავების ოსტატთა იტალიური ოჯახი (ქ. კრემონა, ჩრდ. იტალია).
ანდრეა ამატი (დაახ. 1520-1580], კლასიკური ტიპის ვიოლინოს ერთ-ერთი შემქმნელია. მისმა შვილებმა ანდრეა ანტონიო (1540-1630 შემდეგ) და ჯიროლამო (1561-1630) ამატებმა განაგრძეს და განავითარეს მამის ხელობა. ჯიროლამოს ძე ნიკოლო (1596-1684], ამატების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ა. გვარნერისა და ა. სტრადივარის მასწავლებელი იყო. ამატების ვიოლინო კამერული ტიპისაა, გამოირჩევა დახვეწილი ფორმითა და ნაზი ჟღერადობით.