გონგილონემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გონგილონემა - (Gongylonema; ბერძნ. gongylos მრგვალი + nema ძაფი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Spiruridae-ს ოჯახს.
Gongylonema pulchrum (ლათ. pulcher ლამაზი) – სახეობა, პარაზიტობს მცოხნელი ცხოველების, ღორისა და ცხენის საყლაპავ მილსა და ხახაში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – კოპროფაგი ხოჭოები, ტარაკანები. გონგილონემოზის აღმძვრელი.