გირვანქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გირვანქა - (pound) [<ლათ. Pondus წონა, საწონი]

  1. მასის ერთეული მრავალ ქვეყანაში, რომელსაც აქვს განსხვავებული სიდიდე - 317,62-დან 560 გრამამდე;
  2. მასის ძირითადი ერთეული ინგლისურ საზომთა სისტემაში, უთანაბრდება 0,4536 კგ-ს, სააფთიაქო და სამონეტო გირვანქა - 0,3732 კგ-ს;
  3. მასის ერთეული რუსულ სისტემაში, რომელიც გაუქმდა 1918 წელს. 1 გირვანქა - 1/40 ფუთს 32 ლოტს - 0,4095 კგ-ს;
  4. წონის ერთეული (ფუნტის შესატყვისი). საშუალო წონა 409,5 გრამი. საქართველოში გავრცელდა XVIII ს-დან და იყენებდნენ მეტრული სისტემის შემოღებამდე.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები