გერგეტის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერგეტის წმ. გიორგის ეკლესია – (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია). სავარაუდოდ, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. დგას სოფელ გერგეტის დასავლეთით, 1 კმ-ზე.

ეკლესია დარბაზულია (4,5×2,3მ), ნაგებია დამუშავებული ქვის დიდი კვადრებით. წყობა მშრალია. ინტერიერში ჩანს შელესილობის კვალი. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა (ამოქოლილია), ამჟამად – დასავლეთიდანაა. კარი გადახურულია ქვით, რომელზეც ამოკვეთილია ბოლოებდატოტვილი ჯვარი. უაფსიდო საკურთხეველი დარბაზიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აღმოსავლეთ კედელს გასდევს ფიქლის თარო (სიმაღლე – 90 სმ; სიგანე 20 სმ). აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლის კუთხეებში მოწყობილია ნიში. სამხრეთიდან ეკვრის ქვის მშრალი წყობით ნაგები მინაშენი (დანგრეულია).

1972 წ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლლოგიური ექსპედიციის ხევის რაზმმა (ხელმძღვ. გ. ღამბაშიძე) მინაშენთან მიაკვლია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებსა და სამ სამარხს. ფრაგმენტებიცა და სამარხებიც განვითარებული შუა საუკუნეებისაა. სამარხები ქვისაა, კოლექტიური, უინვენტარო. დამხრობილია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ.

ეკლესიის დასავლეთით 0,1 კმ-ზე გათხრილია ამავე პერიოდის აკლდამა. იგი გეგმით ოთხკუთხაა. დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ნაგებია ქვიშაქვის დიდი ქვებით. წყობა მშრალია. აკლდამა გადახურულია ფიქლის ფილებით. ჩასასვლელი სახურავიდანაა. გაძარცულია. აღმოჩნდა თოთხმეტი თავის ქალა.

დ. მინდორაშვილი
გ. ღამბაშიძე


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.

წყარო

‏‎ ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები