გაფართოებადი პორტლანდცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაფართოებადი პორტლანდცემენტიცემენტი, რომელიც მიიღება პორტლანდცემენტის კლინკერის (58-63%), თიხამიწოვანი წიდის ან კლინკერის (5-7%), თაბაშირის (7-10%), ბრძმედის გრანულირებული წიდის ან სხვა აქტიური მინერალური დანამატის (23-28%) ერთად დაფქვით. გაფართოებად ცემენტებზე დამზადებული ბეტონი წყალში ფართოვდება 0,3-1%-მდე. ჰაერზე მისი გაფართოება ხდება თუ მუდმივად დავატენიანებთ პირველი სამი დღე-ღამის განმავლობაში. მცირეხნიანი გაორთქვლისას კი სწრაფად მყარდება, რაც საშუალებას იძლევა ყალიბი გამოვიყენოთ უფრო ინტენსიურად, ვიდრე ჩვეულებრივი ცემენტის გამოყენებისას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები