გარდატენის წმინდა ნინოს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდატენის წმინდა ნინოს ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე 6 კილომეტრში სოფელ გარდატენში, მახათაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,65X5,6მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ნაწილობრივ ჩანგრეულია კამარა და კონქი, ჩამოცვენილია კედლების საპირე წყობა, ინტერიერში აქა-იქ შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ორივე შესასვლელი სწორკუთხაა, გარედან გადახურულია არქიტრავით. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე შვერილი მხრებითა და ქვის კანკელით. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ კედელთან, ქვით ნაწყობი სატრაპეზო დგას. სარკმლის ორივე მხარეს მცირე სწორკუთხაა ნიშებია. ეკლესიის სამხრეთით კედელში კიდევ ერთი სარკმელია, რომელიც ორივე მხრიდან დახურულია ბრტყელი ქვის ფილით. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები ჰქონია.

ბიბლიოგრაფია

1.გარდატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-52-55. სოფ. გარდატენის სხვადასხვა ეპოქაში აგებული მატერიალური ძეგლების (დანახვისის წმ. გიორგის, ღვთისმშობლის, ვერეს ღვთისმშობლის, მწვანე საყდრის, ორსაყდრის ღვთისმშობლის,დიდი გარდატენის ღვთისმშობლის, წმ. ნინოს სახელობის, ჯებირის ეკლესიების, ვერესა და წედისის ციხეების ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლების ფოტოები და გეგმები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები