გამყრელიძე მამუკა
მამუკა გამყრელიძე – (Mamuka Gamkrelidze), ქართველი დიპლომატი, 2011-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ვიეტნამსა და მონღოლეთში.
დაიბადა 17 მაისი, 1958 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1976-1982 – საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი;
1984-1987 – ასპირანტურა აზერბაიჯანის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება:
1982-1989 – საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
1989-1992 – საბჭოთა კავშირ-პოლონეთის ერთობლივი საწარმო ინტელტექის გენ. დირექტორი;
1993-2009 – ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დეველოპერულ ავსტრიულ და რუსულ კომპანიებს მოსკოვში;
2009-2010 – ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომელი;
2010-2011 – ტელეკომპანია GMG-ს დამფუძნებელი გენ. დირექტორი;
2013-დან – მოღვაწეობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები: ბრწყინვალების ორდენი.