გავოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გავოტი - (ფრანგ. gavotte), ძველებური ფრანგული საფერხულო ცეკვა, ზომიერი, დინჯი მოძრაობით. სრულდება 4/4 და 2/4 ზომით, იწყება გარეტაქტით. ცნობილია XVI ს-იდან. გავოტი XVII-XVIII ს-ში იქცა სასახლის კარზე გავრცელებულ ერთ-ერთ სამეჯლისო ცეკვად.