გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციები საზღვაო სამართლის საკითხებზე
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციები საზღვაო სამართლის საკითხებზე - შეიმუშავეს მსოფლიო ოკეანის ერთიანი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი:
სარჩევი |
პირველი კონფერენცია
პირველი კონფერენცია მიმდინარეობდა 1958 წლის 24 თებერვალიდან – 27 აპრილამდე, მონაწილეობდა 79 სახელმწიფო, მიიღეს 3 კონვენცია (ტერიტორიული ზღვის და მიმდებარე ზონის შესახებ, ღია ზღვის შესახებ, კონტინენტური შელფის შესახებ) და ფაკულტატიური ოქმი ამ კონვენციების განმარტება-გამოყენების საკითხებზე დავების მოწესრიგების შესახებ.
მეორე კონფერენცია
მეორე კონფერენცია – 1960 წლის 16 მარტიდან – 26 აპრილამდე, მონაწილეობდა 84 სახელმწიფო, განიხილავდა საკითხებს ტერიტორიული წყლებისა და თევზჭერის ზონის სიგანის შესახებ. კონფერენცია უშედეგოდ დამთავრდა მონაწილეებს შორის წამოჭრილი უთანხმოების გამო.
მესამე კონფერენცია
მესამე კონფერენცია – 1973 წლის დეკემბერში, 1982 წლის სექტემბერში მონაწილეობდა 164 სახელმწიფო, განიხილა საზღვაო სამართლის 82 აქტუალური საკითხი და მიიღო გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენცია, რომელსაც ხელი მოაწერა 117 სახელმწიფომ.