ბურაძაღდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურაძაღდ-ი (ოს. Бурæдзæгъд) – ნართული ეპოსის პერსონაჟი ბორათების გვარიდან. იგი, ჯერ კიდევ ჩვილი, ნართების დაუძინებელმა მტერმა – შავმა დოლაუმ – მოიტაცა. ნართები მათ სამყოფელს ვერაფრით აგნებენ. შავი დოლაუს მიერ შვილივით აღზრდილი ბურაძაღდი უარფის მთაზე ნადირობის დროს შემთხვევით გაიცნობს ნართ ბათრაძს, დაუძმობილდება და სახლში სტუმრად მიიწვევს. მოგვიანებით ბათრაძი და სირდონი ბურაძაღდს მის წარსულზე მოუთხრობენ, რის შემდეგაც ერთად კლავენ შავ დოლაუს და ნართების ქვეყანაში ბრუნდებიან.


ლიტერატურა

  • Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.
  • Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები