ბუკვეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუკვეთი – სოფელი საქართველოში, ზემო იმერეთში (საჩხერის რ.). „ამას ბუკვეთი ქვია, გადაღმა არი კარათი. ი ზეით ჭალვანი, ისე ღოდორა, ხვანია აქ შამამავალი“.

გულუბრყვილოა ხალხური ეტიმოლოგია, რომლის მიხედვითაც ტოპონიმი ბუკვეთი თურმე სიტყვა ბუს უკავშირდება: „სოფლის გარეშამო, აქანა უწინ, გამიგონია, რაც ტყეები ყოფილა, ბუებით იყო თურმე თლა სავსე. იჭირავდენ, ვინც იქნებოდა, მონადირე, უბრალო მუშა-კაცი, ასე სოფლის ხალხი იჭირავდენ გზათ და თურმე ამ ბუებს თავს კვეთავდენ, აღარ გამბრავდებაო. დოუთქვამთ ბუკვეთი“.

ფაქტიურად სახელწოდება ბუკვეთ-ი მომდინარეობს სიტყვისაგან ბუკ-ი, რომელიც დასავლურ დიალექტებში (იმერული , გურული, ლეჩხუმური, რაჭული…) ფუტკრის სკას, საფუტკრე ხის გობს, ნამორს ეწოდება.“ ბუკისაგან წარმომდგარი ტოპონიმებიც (საბუკია, ხებუკნარა…)

დასავლეთ საქართველოს რაიონებში არის გავრცელებული. ბუკ სიტყვაში ვ ხმოვანი ფონეტიკურად განვითარებულა. იმერული კილოსათვის ვ-ს ასეთი გაჩენა მთელ რიგ სიტყვებში (ბოძვ-ი, თოკვ-ი, ფოჩვი…) ნიშანდობლივი მოვლენაა. ბუკვ- ფუძეს დართვია გეოგრაფიული. -ეთ სუფიქსი, რის შედეგადაც ბუკვ-ეთ-ი მიგვიღია: იგი, მაშასადამე, ნიშნავს: „ბუკების (სკების) დასადგმელი ადგილი“) „საფუტკრია“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები