ბრტყელეკალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრტყელეკალა

Onopordum acanthium L.ბრტყელეკალა.

ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მაღალია, სწორმდგომი, ზემო ნაწილში დატოტვილი, სიგრძეზე ეკლებიანი ფოთლებით ჩავლებული. ქვედა ფოთლები უფრო დიდი ზომისაა, დანაკვთული, ზედა – მთლიანია და მჯდომარე, მთელი მცენარე აბლაბუდისებრი ნაცრისფერი ბალნითაა შემოსილი. კალათები მსხვილია, თითოა ან რამდენიმე ერთად შეკრებილი, გაუშლელი კალათა სფერულია ან ფართო – კვერცხისებრი, ყველა ყვავილი მილისებრია, ორსქესიანი, მეწამული ფერის. ნაყოფი უკუკვერცხისებრი, მობრტყო-ოთხწახნაგოვანი და სიგრძეზე დანაოჭებული თესლურაა. ყვ.VII- VIII; ნაყ. VIII-IX.

იზრდება რუდერალურ ადგილებზე, გზისა და ნათესების პირებზე. ოკულტივირებულ ტერიტორიებზე ფართოდ გავრცელებულ სარეველას წარმოადგენს.

სამკურნალოდ გამოიყენება ყლორტები, ფოთლები, ყვავილები. შეიცავს ალკალოიდებს, ინსულინს, საპონინებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინ C.

ქიმიური შემადგენლობა სუსტადა შესწავლილი. თესლები შეიცავს ცხიმებს (30-35%) და ალკალოიდებს (0,1%-მდე). ფოთლებში აღინიშნება ალკალოიდები და სესკვიტერპენოლი ლაქტონი აპკციოპიკრინი. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის შეფოთლილი ყლორტები და კალათები ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას გულზე, ავლენს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ, ნაღველმდენ, სისხლის შედედების საწინააღმდეგო, საერთო გამაძლიერებელ თვისებებს. აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას. ბალახის ნაყენი გამოიყენება გაციებისა და ბუასილის დროს. მისი ფხვნილი ინიშნება რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ხველების სამკურნალოდ.

ხალხური მკურნალების რეკომენდაციით, ნაყენი და ნახარში კარგ შედეგს იძლევა ავთვისებიანი წარმონაქმნების, განსაკუთრებით საშვილოსნოს კიბოს მკურნალობისას, ოპერაციის შემდგომ მეტასტაზების პროფილაქტიკისათვის, იხსნება ავადმყოფების დათრგუნვილი მდგომარეობა, ნაღვლიანობა.

ხშირად გამოიყენება გარეგანი დანიშნულებით — ნედლი წვენით ახდენენ წყლულების, ფურუნკულების, ჩირქიანი ჭრილობების მობანვას.

ექსპერიმენტალურად დამტკიცებულია – მცენარის პრეპარატები მცირედ ტოქსიკურია და ხანგრძლივი გამოყების დროსაც არ იძლევა გვერდით გადახრებს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები