ბიწმენდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიწმენდის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიწმენდის ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია (13,6X7,8 შ)7 ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც (კარ-სარკმლების წირთხლები, სარკმლის ზღუდარები, ლავგარდანი, იატაკი). დაზიანებულია: ხის კონქისა და კამარის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია. შიგნიდან და გარედან თაღოვან შეღრმავებაში ჩასმული სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც უშუალოდ ერწყმის ნავის გრძივ კედლებს, ისევე როგორც კონქი კამარას. საკურთხეველში სამი ფართო სწორკუთხა სარკმელია, ასეთივე ფართო სწორკუთხა სამ-სამი სარკმელია გაჭრილი ეკლესიის გრძივ კედლებშიც. ერთი პატარა სარკმელი შესასვლელის თავზეა, ჩრდილოეთ სარკმელი მოგვიანებით ნიშად გადაუკეთებიათ.

გრძივი კედლები გარედან გამაგრებულია ოთხ-ოთხი სწორკუთხა კონტრფორსით. დასავლეთ ფასადზე კარი დასრულებულია აგურით ნაწყობი მუზარადისებრი თაღით და მოჩარჩოებულია რელიეფური სწორკუთხოვანი საპირით. ამავე ფასადზე, სარკმლის ზემოთ, ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. შენობის დასავლეთ ფრონტონზე აღმართულია აგურით ნაგები სწორკუთხოვანი, ოთხივე მხრიდან თაღოვანი მალებით გახსნილი სამრეკლო, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები