ბირთვისის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ბირთვისის ციხე − (ინგლ. Birtvisi Fortress), XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, ციხის კომპლექსი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა თეთრიწყაროს ჩრდილო-აღმოსავლეთით 13 კმ-ში სოფელ ტბისიდან 3,5 კმ-ში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ციხე, კოშკები, ეკლესია, წყალსაცავი, სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობები.

ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელები (ბარათაშვილები) კი პოლიტიკურად ბატონობდნენ მთელ ალგეთის ხეობაზე. მიუვალ კლდეებს შორის შექმნილი ბუნებრივი სიმაგრე დაცულია ციხის კედლებით და დაახლოებით ერთ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ყველაზე მაღალ კლდეზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი, ე.წ. „შეუპოვარი” დგას, რომლის კედლები სათოფურებითაა აღჭურვილი. ციხეში შესასვლელი ისეთი ვიწროა, რომ ერთი ადამიანი ძლივს ეტევა, თანაც ჩაკეტილია კარიბჭით.

ბირთვისის ციხე არ არის მარტო ერთი ნაგებობა. ძნელად მისადგომი მაღალი მთების შუაში ხელოვნურად შექმნილია სივრცე, რომელიც დაცულია მთებს შორის ამოშენებული კედლებით. ციხეს, ნაგებობების გარდა, გააჩნდა ხელოვნურად შექმნილი პატარა ეზო და წყალსაცავი, რაც ციხის მცველებს საშუალებას აძლევდა დიდი ხნით გაეძლოთ ნებისმიერი ალყისათვის. არსებობის განმავლობაში ციხეს უამრავი გადამთიელი და დამპყრობელი ესხმოდა თავს, მაგრამ ციხის აღება მხოლოდ შუააზიელმა ემირმა თემურ ლენგმა და ირანის სეფიანთა დინასტიის მმართველმა შაჰ-თამაზმა შეძლეს (ისიც გამცემლის დახმარებით).


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები