ბერშუეთის მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერშუეთის მთავარანგელოზის ეკლესია

ბერშუეთის მთავარანგელოზის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (17,6 X 13,2 მ), ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი ორივე მხრიდან გადახურულია არქიტრავით. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთ და დასავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომლებსაც ემყარება კამარის საბჯენი თაღი. გარდა ამისა, კამარა ემყარება დასავლეთ კედლის მიმდებარე და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაბჯენილ სატრიუმფო თაღებსაც. ფასადები და ინტერიერი შელესილია. ფასადებს შემოვლებული აქვს კვადრატული აგურით ნაწყობი თაროსებრი, დაკბილული ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები