ბეჟანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეჟანა – თეთრყურძნიანი მესხური ვაზის ჯიში, საღვინე.
მტევანი დიდია: 25X9 სმ, წონა – 350 გრ, ზოგიერთის – 700-900 გრამიც. მარცვალი დიდი და კუმსი. ყურძნის წვენის შაქრიანობაა 15.0 %, მჟავიანობა – 8-10 გრ/ლ. სიმწიფის პერიოდში მარცვლების ნაწილი ჭრელია – შავი, ნაწილი ყავისფერი, ან მწვანე. ფოთლის ზედაპირი სწორი და ღია მწვანეა, ქვედა მხარე შეუბუსავი, ზომები: 26X20 სმ. მოსავლიაონობაა 15-20 კგ ძირზე (მაღლარი). გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ, ყინვალგაძლეა. 1950-იან წლებში ვაზის ამ ჯიშის ცალკეული ეგზემპლარები გვხვდებოდა სოფლების აწყურისა და საროს მიდამოებში. იმის გამო, რომ სიმწიფის პერიოდში მარცველბი განსხვავებული შეფერილობისაა, მესხები მას მოზაიკს, ჭრელს, „ბეჟანას” უწოდებდნენ („ბეჟანა” – ჭრელი საგნები).