ბედოხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედოხა (ოს. Бедоха) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ჩელეხსართაგის მზეთუნახავი ასული, რომლის შერთვას მამამისის გამოისობით ვერაფრით ახერხებს ნართი სოსლანი. ამ უკანასკნელთან შერკინებაში მკვდარი ჩელეხსართაგის დანახვაზე ბედოხამ ფოლადის მაკრატელი გულში გაიყარა და მამის გვამს დააკვდა. იდარდა სოსლანმა და გადაწყვიტა სამი დღე-ღამე ედარაჯა საყვარელი ქალწულის ცხედრისთვის. ერთ დღეს მან აკლდამის კუთხიდან გამომძვრალი გველი მოკლა, მისი ნატვრისთვალი ბედუხას ჭრილობაზე მოუსვა, გააცოცხლა და ცოლად შეირთო. მოგვიანებით გარდაცვლილი ბედუოხა სოსალანს აზახის მოპოვებასა და საიქიოდან გამოსვლაში შველის.


ლიტერატურა

Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები