ბახტრიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბახტრიონი – ადგილი კახეთში (ახმეტის რ-ნი) ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარე ზეგანი ილტოს შესართავთან.
XVII საუკუნეში სპარსელებს კახეთის დამორჩილების მიზნით აქ მძლავრი ციხე აუშენებით და თავისე მხედრობის სიმაგრედ უოქცევიათ 1659 წლის კახეთის აჯანყების დროს ქართველმა მეომრებმა ბახტრიონი აიღეს და გარნიზონი გაანადგურეს. სპარსელების განდევნის შემდეგ ბახტრიონმა სამხედრო მნიშვნელობა დაკარგა. დროთა განმავლობაში ციხე დაინგრა, ახლა მხოლოდ ნაშთებიღა არსებობს.
ბახტრიონის ბრძოლა ფართოდ აისახა ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. მის გმირებზე (გაფრინდაული, გოგოლაური, ხოშურაული და სხვ) შექმნილია ბევრი ხალხური ლექსი და სიმღერა. ბახტრიონის თემა შევიდა ქართულ მწერლობაში. ვაჟა-ფშაველამ მას ცნობილი პოემა „ბახტრიონი“ მიუძღვნა.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- ვაჟა-ფშაველა, თხზ., V, გვ. 314. 1961;
- სოლ. ყუბანეიშვილი, ბახტრიონის გმირები, 1953.